საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში მაშველებმა 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს.
„სომხეთის მოქალაქე, 9 წლის გევორქი, ზღვაში, 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა“, – აცხადებენ უწყებაში.
შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.