თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის ოლქების ანექსიის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების შესახებ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ანკარას არ უღიარებია ყირიმის ანექსია უკანონო რეფერენდუმის შემდეგ 2014 წელს და ყოველ ჯერზე ხაზს უსვამდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას ომის დარეგულირების კუთხით, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი ხდება, სამართლიანი მშვიდობის საფუძველზე, რომელიც მიიღწევა მოლაპარაკებების გზით“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.