თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მდუმარე აქციით ცდილობენ, არჩევნებთან დაკავშირებით ხმა მიაწვდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს.
აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ ორმეტრიანი დისტანციით გააკეთონ ცოცხალი ჯაჭვი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს აქვთ მდუმარე აქცია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ხმამაღალი, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებს ათასობით მოქალაქე.
„აქცია იქნება გაშლილი ოპერის თეატრიდან ფილარმონიამდე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა მადლიერებას გამოვხატავთ შეერთებული შტატების მიმართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც იჩენს ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსა და ქვეყენაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისადმი. მეორე და მთავარი გზავნილი იქნება ის მიტაცებული არჩევნები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.