შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ა.კ. თბილისის შემოვლით გზაზე დააკავა.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზეა ძებნილი.
„ა.კ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის „ა“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 149-ე მუხლის „ა“, „ს“, „დ“, „ფ“, „გ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და გამოძალვას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.