საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია იმართება.
აქციაზე შეკრებილი არიან მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები.
ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
პარლამენტთან აქცია ამ წუთებში გრძელდება, აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.