თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
როგორც თურქეთის ლიდერმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში და მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელობაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები.
ამის შესახებ ერდოღანმა სერბეთიდან სამშობლოში გზაზე მედიასთან ისაუბრა.
ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ შეფასებებს გააკეთებს. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტს მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია.