პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი არ ცვლის აგრესიულ კურსს და ახლა უკვე ოფიციალურად უტევს უკრაინას
რუსეთი არ ცვლის აგრესიულ კურსს და ახლა უკვე ოფიციალურად უტევს უკრაინას, – ეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაა, რომელიც მარიუშ ბლაშაკმა პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა.
ინტერვიუს დროს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს შემდეგ კი, 2014 წელს უკრაინას.
„ჩვენ საქმე გვაქვს, აგრესიული პოლიტიკით, რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობასთან. ზუსტად ისეთ იმპერიულ პოლიტიკასთან, რომელსაც ადრეც აწარმოებდნენ და ახლაც. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, პოლონეთში აუცილებლად იყოს ფორტ ტრამპი”, – განაცხდა მინისტრმა.