გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
დღეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.