გიგი უგულავა - სააკაშვილის საქმიანობას უკრაინაში მხარს არ ვუჭერ, თუმცა მისდამი სოლიდარობას გამოვხატავ
“ის უკრაინაში მომავალს არ ასხივებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სააკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის უფლება აქვს”, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს, მით უმეტეს, თუ ეს პიროვნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტია.
”მე სხვა ბანაკში ვარ და მის საქმიანობას უკრაინაში მხარს არ ვუჭერ, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ სააკაშვილი დატოვებს საპატიმროს. მე მინდა სოლიდარობა გამოვხატო მისი და ყველა იმ პოლიტპატიმრის მიმართ, ვინც ახლა საქართველოში იმყოფება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მძიმე საყურებელია და ეს უარყოფით შედეგებს გამოიღებს.