დავით მათიკაშვილი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია მოცემულ მომენტში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რაც დღეს ჩვენს რეალობაში არსებობს, ადეკვატურად მოქმედებს.
როგორც დავით მათიკაშვილმა საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან ერთად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოში დაავადება დროულად დამარცხდეს.
„ხელისუფლება მოქმედებს ადეკვატურად, იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რაც დღეს ჩვენს რეალობაში არსებობს. შესაბამისად, გაგრძელდება თუ არ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დღეს მთელ ქვეყანაშია შემოღებული, დამოკიდებულია იმაზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულების ჟამს, თუ რა კონკრეტული მოცემულობა გვექნება სახელმწიფოში დაავადების კონტროლთან დაკავშირებით. პარლამენტი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საბჭოში იქნება მიღებული, სადაც ხდება აღნიშნულ საკითხზე ყველა უწყების შეჯერებული პოზიციის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. პარლამენტი იქნება იქ, სადაც საჭიროება არსებობს ჩვენი მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ერთად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა ეს დაავადება საქართველოში დროულად დამარცხდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 პრილამდე გამოცხადდა.