​ცესკო-მ პენიტენციურ დაწესებულებებში პარლამენტის არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა
​ცესკო-მ პენიტენციურ დაწესებულებებში პარლამენტის არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პენიტენციურ დაწესებულებებში პარლამენტის არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა.

ცესკო-ს დადგენილებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესები განისაზღვრა.

დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.