ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსენსუსი შედგა ხალხთან.

„ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ხალხთან. არჩევნებამდე თამამად ვაცხადებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ექნებოდა საკონსტიტუციო პლებისციტის მნიშვნელობა. არჩევნების შედეგმა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელმა გამარჯვებამ ცხადყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი კონსენსუსი – კონსენსუსი ხალხთან სახეზეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ, 13 ოქტომბერს დაამტკიცა.