ელი ჰაზანი - ისრაელს ახსოვს საქართველოს მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ და ამას ძალიან აფასებს
„ისრაელს ახსოვს საქართველოს მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ახსოვს და ხედავს ურთიერთობებს ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის და ამას ძალიან აფასებს“ – ამის შესახებ ისრაელის მმართველი პარტია “ლიკუდის” საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ელი ჰაზანმა საზოგადოებრივთან ინტერვიუში განაცხადა.
ისრაელელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიზანია, მხარდაჭერა და თანადგომა გაუწიოს მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანას, ვისაც ისრაელი მეგობრად მიიჩნევს.
„ისრაელი ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ისრაელმა დიდ სიღარიბეს დააღწია თავი და ეს ნათლად ჩანს იქიდან გამომდინარე, თუ რას წარმოადგენს დღეს ისრაელი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების, ცოდნისა და ჩვენი შესაძლებლობების გაზირება სხვა ქვეყნებისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ისრაელისთვის, ასევე საქართველოსთვის“ – განაცხადა ელი ჰაზანმა.