ესპანელმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „სიტისთვის“ მენდიში გადახდილი 57,5 მილიონი ევროს შემდეგ, კარიერაში, ტრანსფერებში მილიარდ ევრომდე დახარჯა.
„ბარსელონაში“ გატარებულ 4 სეზონში, ფეხბურთელების მოყვანაში 341 მილიონი იქნა გადახდილი, „ბაიერნში“ 3 წლის მანძილზე კლუბმა ტრანსფერებში 203 მილიონი დახარჯა და „სიტიმ“ კი უკვე 453 მილიონი გადაიხადა იმ ფეხბურთელების მიყვანაში, ვისაც გვარდიოლამ თვალი დაადგა.