გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ბრუნდება
გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ბრუნდება.
მცხეთის მერე გელათის სამონასტრო კომპლექსი უკვე მეორე ძეგლია, რომელიც ბოლო ერთ წელში იუნესკო-ს საფრთხის შემცველი ძეგლების ნუსხიდან კვლავ ძირითად ნუსხაში გადაიტანეს.
თუმცა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში აღარ არის ბაგრატი, რომელიც ძირითადი ნუსხიდან 2009 წელს დაწყებული რესტავრაციის გამო ამოიღეს.