გარდაბნის თბოელექტროსადგურმა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა
გარდაბნის თბოელექტროსადგურმა ოთხთვიანი სარეზერვო მდგომარეობის შემდეგ ელექტროენერგიის წარმოება განაახლა.
სადგური 17 აპრილს გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში მდინარეების წყალუხვობისა და ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდის პარალელურად სარეზერვო მდგომარეობაში გადავიდა.
ამჟამად, თბოსადგური შეუფერხებლად სრული დატვირთვით მუშაობს.