აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ნინო ლომჯარიას, ირაკლი კოვზანაძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურები განიხილება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა სახელდება.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, მმართველ გუნდში ახალ გენერალურ აუდიტორად რამდენიმე კანდიდატურაზე მსჯელობენ, რომელთა შორის არიან – აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და დედაქალაქის მოქმედი მერი დავით ნარმანია.
მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდია უფლებამოსილება დღეს ეწურება. რაც შეეხება ახალი გენერალური აუდიტორის არჩევის პროცედურას, რეგლამენტის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. რეგლამენტის მიხედვით, გენერალურ აუდიტორად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.