ირაკლი კობახიძე - უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს
უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგებაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი თემებით სპეკულირება დაუშვებელია.
“უშიშროების საბჭო სპეცოპერაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგებაა. ეროვნული უშიშროების საბჭო ასეთ სპეცოპერაციებთან რა შუაშია. ყველა თემით სპეკულირება არ შეიძლება, მითუმეტეს ისეთი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია. ამ თემას არა მარტო პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს, არამედ სპეკულირებას ახდენს. სხვა სახელი ამას არ ჰქვია, რაც სამწუხაროა. არანაირი კავშირი არც მოქმედი კონსტიტუციით უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციებთან, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, არ აქვს. ეს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, შეიძლება მას ესმის კიდეც. მე უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება, უბრალოდ ის მუდმივად ასეთი თემებით სპეკულირებს”, – განაცხადა კობახიძემ.