ESC 2023

ირუ ხეჩანოვმა საქართველოს 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით Echo.

ირუ მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე გამოვიდა. საქართველოს წარმომადგენელმა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

საკონკურსო სიმღერის Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს. საქართველოს წარმომადგენლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი მუშაობდა.

ირუ ხეჩანოვი მეგაშოუ „ვოისის“ გამარჯვებულია.

ჯგუფი Candy, რომლის ერთ-ერთი წევრი ირუ ხეჩანოვია 2011 წელს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა, სიმღერით Candy Music.