დანიილ ხარმსი (1905 – 1942)

 

 

მხიარულების და სიბინძურის მუდმივობა

 

მდინარე წყალს არაკრაკებს,

მთათა ჩრდილი წვება ველზე,

ქრება შუქი, და ჩიტები

სიზმარ-სიზმარ დაფრინავენ.

შავულვაშა მეეზოვე

კი კართან დგას მთელი ღამე,

და ბინძური ხელით ბინძურ

ქუდქვეშ ბინძურ კეფას იფხანს.

ფანჯრებში კი ისმის, ხალხი

რომ ხარობს და ღვინოს ისხამს.

 

გადის დღე და მერე კვირა,

მთელი წელიც, და ყველანი,

გრძელ რიგებად დაწყობილნი

საფლავებში ეშვებიან.

შავულვაშა მეეზოვე

კი კართან დგას მთელი ღამე,

და ბინძური ხელით ბინძურ

ქუდქვეშ ბინძურ კეფას იფხანს.

ფანჯრებში კი ისმის, ხალხი

რომ ხარობს და ღვინოს ისხამს.

 

მზე და მთვარე გაფერმკრთალდნენ,

გზა იცვალეს ვარსკვლავებმა,

მძიმე გახდა მოძრაობა,

დრო წვრილ ქვიშას დაემსგავსა.

შავულვაშა მეეზოვე

კი კართან დგას მთელი ღამე,

და ბინძური ხელით ბინძურ

ქუდქვეშ ბინძურ კეფას იფხანს.

ფანჯრებში კი ისმის, ხალხი

რომ ხარობს და ღვინოს ისხამს.

 

 

 

1 2 3 4 5