ვიტალი პუხანოვი (1966)

 

 

* * *

 

მკითხავ, მქონდა თუ არა ბედნიერი დღე ცხოვრებაში.

კი, იყო ასეთი დღე და ის ერთი თუ ორი წელი გრძელდებოდა.

როცა უცებ ლიტერატურაში ანაზღაურება შეწყდა.

მწერალთა ჯგროები თვალისდახამხამებაში გაქრნენ,

დაცარიელდა რედაქციები, მე ისიც კი გავიფიქრე,

რომ ეს ადამიანები იმ ფულისგან იყვნენ შექმნილნი,

ხელგაშლილად რომ იხდიდნენ

ლექსებისა და მოთხრობებისთვის საბჭოთა იმპერიის დაისზე.

დავბორიალობდი ცარიელ დერეფნებში,

იშვიათი თანატოლი მორიდებულად მთხოვდა ხოლმე სიგარეტზე მოკიდებას.

აღმოჩნდა, რომ არავის, ჩვენ გარდა, არ სჭირდებოდა ეს ლიტერატურა,

და არც ჩვენც არავის ვჭირდებოდით.

ასე გადავრჩით.

 

                                                             თარგმნა  შოთა იათაშვილმა

 

 

 

 

 

1 2 3 4 5