სერგეი სტრატანოვსკი (1944)

 

 

ვეინემეინენი* და რუსი თავადი

 

გედივით ნავით,

გრძელზე გრძელი მდინარისა და

უღრანი ტყეების გავლით, ჩრდილოეთში,

რუსი თავადი – რაინდი მედგარი,

მოხუც ვეინემეინენთან

მიცურდა თავის რაზმთან ერთად.

და უთხრა რუსმა თავადმა:

„გვიშველე, მისანო მრავალნაცადო,

თათრები გვესხმიან თავს,

ბუგავენ ჩვენს სოფლებსა და ყანებს,

ქალაქებს მიწასთან ასწორებენ,

საუკეთესობს ატყვევებენ და თავისთან მიჰყავთ…

და გემუდარებით ჩვენ შენ, ძველო შემლოცველო,

დაგვეხმარე შენი სიტყვით, ჯადოსნურით,

ვიცი, ძალგიძს შენ, მძლეთამძლე სიტყვით

ჭირი მიუვლინო ხალხს, რომელიც ოდითგანვე მტერია ჩვენი.“

 

და მიუგო მას მოხუცმა ვეინემეინენმა:

„სიტყვა კურნავს, და არ ღუპავს,

სიტყვა აშენებს, და არ ანგრევს,

სიტყვით მე ვჭედდი რკინას, სიტყვით მე ავაგე ნავი,

მაგრამ სიტყვას არ ძალუძს კაცის მოკვლა

არსად, მთელ დედამიწის ზურგზე.

მე ჩავდგები შენს სამსახურში, რუსო თავადო,

ოღონდ ვიქნები ჯარისკაცი რიგითი,

რამეთუ ძალამ ჩემმა დამამძიმა მე უკვე,

და ამიტომ მსურს მივეახლო სიკვდილს,

ჩავიძირო შავ წყლებში ტუონელასი**“.

 

„ძალიან ცუდი“, – იყო პასუხი რუსი თავადის.

 

* ფინურ-კარელიური ეპოსის, „კალევალას“ მთავარი გმირი.

** ტუონის ქვეყანა, მიწისქვეშა სამყარო „კალევალაში“.

 

 

 

 

1 2 3 4 5