შოთა იათაშვილი
შოთა იათაშვილი
დაიბადა 1966 წელს. პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, კრიტიკოსი. ავტორია 10 პოეტური  და 4 პროზაული კრებულის, ასევე კრიტიკული წერილების კრებულისა. არის „საბას“ ორგზის ლაურეატი (2007 წელს – პოეზია, 2011 წელს – კრიტიკა), 2009 წლის საერთაშორისო პოეტური პრემიის, „კიევსკიე ლავრის“ ლაურეატი (უკრაინა), 2018 წლის კლემენს იანიცკის სახელობის პრემიის ლაურეატი წიგნისათვის „ოქროს კვეთა“ (პოლონეთი) და 2018 წლის ვილენიცას კრისტალის პრემიის ლაურეატი ვილენიცას საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე (სლოვენია). მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიუ...

დაიბადა 1966 წელს. პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, კრიტიკოსი.

ავტორია 10 პოეტური  და 4 პროზაული კრებულის, ასევე კრიტიკული წერილების კრებულისა.

არის „საბას“ ორგზის ლაურეატი (2007 წელს – პოეზია, 2011 წელს – კრიტიკა), 2009 წლის საერთაშორისო პოეტური პრემიის, „კიევსკიე ლავრის“ ლაურეატი (უკრაინა), 2018 წლის კლემენს იანიცკის სახელობის პრემიის ლაურეატი წიგნისათვის „ოქროს კვეთა“ (პოლონეთი) და 2018 წლის ვილენიცას კრისტალის პრემიის ლაურეატი ვილენიცას საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე (სლოვენია).

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ჰოლანდიურად, პორტუგალიურად, ჩინურად, რუსულად, ჩეხურად, სლოვენიურად, შვედურად, ფინურად, ესტონურად, ლატვიურად, რუმინულად, ბელარუსულად, თურქულად, სომხურად და ა. შ.

უკრაინაში, პოლონეთსა და აზერბაიჯანში გამოცემულია მისი პოეტური კრებულები.

ამჟამად არის ჟურნალ „ახალი საუნჯის“ მთავარი რედაქტორი.

მეტი მაჩვენე ნაკლები