– ეს არის მეცხრე საოცრება, თუ მეათე, ბოს?..

– ამიტომ, საჭიროა სწორად მივუდგეს აბორიგენებს და არ გავაღიზიანოთ ისინი ზედმეტი კონტაქტით და ფამილარობით…

– ოთხ საკუნეზეა, ბატონო ჯონი, საუბარი… ოთხ საუკუნეზე მეტზე.

– შეიძლება, არც ისე გადაჯიშებულები იყვნენ… ადამიანები არიან ბოლო-ბოლო… ქართველები…

– და რომ დავბრუნდეთ, ბოსს, უკან? უკვე ამხელა მასალაა… სულ ლაივი… იქიდან დიდ ბრიგადას გამოვუშვებთ… სამხედროებს, ექიმებს, მეხანძრეებს, რამე…

– ეგ შენი აზრია, გოგი…

– ჩემი აზრია… აბა რა ვქნათ?

– მეც მაგ აზრისკენ ვიხრები, თუმცა…

– რაღა თუმცა, ბოს… აბა, მივიდეთ და ხელი ჩამოვართვათ?.. აპასნია…

– ბატონო ჯონი, იქნებ გვეცადა მაინც კონტაქტზე გასვლა?.. მე ვიცი ცოტა ძველი ქართული – `ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების… მუნ… მუნ…~

– მორჩი ახლა მაიმუნობას…

– ჩემო თიკო, რაც ხელთა გვაქვს, ესეც სრულიად საკმარისია…  შემდეგში აქაურობას და აქაურებს სულ სხვანაირი მიდგომა დასჭირდებათ…

– რა ხმებს უშვებენ, ბოს…

– ჩვენ მხოლოდ სამნი ვართ და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩვენი საქციელით შესაძლოა რაღაც გავაფუჭოთ კიდეც…

– არ ვმაიმუნობ, ბატონო ჯონი… ძალიან მეშინია…

– არ ჩაისველო, თორემ გაგიბაზრებ მთელ არხზე…

– მაშ ასე, ექსპედიცია კალიფსოს გამოქვაბულში აქ სრულდება… მისმა წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს უკან დაბრუნების გადაწყვეტილება…

– მე დავამატებ, ჩემო თინათინ, რომ უნიკალური მასალა, რომელიც ამჟამად ჩვენს ხელთაა, სულ მალე ნახავს დღის სინათლეს და მთელი მსოფლიო იხილავს მას…

– გამოქვაბულის საიდუმლო თითქმის გახსნილია!.. ჩვენ ვბრუნდებით უკან… თქვენ კადრში ხედავთ ისევ მღვიმის ტბის ნაპირს, რომელზეც მორჩილად არიან განრთხმულები ადამიანის მსგავსი არსებები… ისინი უცნაურ ხმებს უშვებენ და ანათებენ…

– ამათ ცვეტში ღმერთები ვგონივართ, ბოს!

– გადავიდოდა ჭკუიდან, მა რა დაემართებოდა იმ უბედურს…

– ბოს, ჩვენკენ მოხოხავენ… რაღაცას იძახიან, ბოს! რაო?

– ვაიმე… `ამინო~, ბატონო ჯონი, `ამინს~ ამბობენ… ღმერთო…

– ვესროლო მაშხალა, ბოს?

– რა მეამინება, თუ ხალხი ხართ… კამერა არ დაგვილეწონ… გაზის პისტალეტები ესროლეთ თქვენ… ჯერ ზემოთ… გამაფრთხილებელი… მერე ფეხებში…

– აბა, დროზე ახლა, პლეტი აქედან… და პანიკის გარეშე…

– ბატონო ჯონი!!. ფეხზე დგებიან, ბატონო ჯონიიიი!! მოდიან!!

– ტალანში დინამიტს დავდებ, ბოს… კამერა გამომართვით!! და წადით თქვენ!.. სირბილით!! დროზე… გამომართვით-მეთქი!!!

 

P.S.

`სამხრეთ კავკასიონის შიდა მონაკვეთზე, სოფელ კალიფსოსთან მომხდარმა შიდა აფეთქებამ ისტორიის კუთვნილებად აქცია იდუმალებით მოსილი კალიფსოს გამოქვაბული… აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ვიბრაციამ მღვიმემდე მისასვლელი ტალანი საბოლოოდ და მთლიანად ჩაკეტა… უიშვიათესი ვიდეო-ჩანაწერები, რომლებზეც `საერთო არხის~ ტელე-გადაცემა `მისიამ~ იმუშავა, ბევრ რამეზე მეტყველებენ, თუმცა დღევანდელი არქეოლოგიური ტექნოლოგიები ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას, რომ ეს ტერიტორია გაითხაროს და გულდასმით იქნას შესწავლილი. საკითხის დეტალური ანალიზი ჯერჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან ბეწვზე გადარჩენილი თვითმხილველებიდან ორნი: გადაცემის რეჟისორი ჯონი მელია და წამყვანი თინათინ მეგრელიტიშვილი დღემდე ფსიქიატრიულ კლინიკაში არიან განთავსებულნი და მკურნალობის სპეც-კურსს გადიან. რაც შეეხება ოპერატორ გოგი ბაქრაძეს, ის აფეთქების შედეგად მღვიმეში ჩარჩა და მისი ბედი დღემდე უცნობია.

როგორც სოფელ კალიფსოს მკვიდრნი ნაბახუსევზე ამბობენ, მთა, რომლის ძირშიც იწყებოდა კალიფსოს გამოქვაბული, დროგამოშვებით მეტად უცნაურად გუგუნებს ხოლმე და მათივე თქმით ამ გუგუნში აშკარად გამოირჩევა შემდეგხმოვნებიანი სიტყვები: `ა-ა-ე-ი~, `ა-უ-ე-უ~, `ი უ-ა~, `ი-უ-ა~ და ა.შ., რაც ექსპერტთა აზრით “გა-და-დე-ქის”, “ჩა-უ-შეს-კუს”, “ძირს ხუნტას” და “იუდას” უნდა ნიშნავდეს, თუმცა სოფელ კალიფსოს მკვიდრთ უკვე მართლაც აღარაფერი დაეჯერებათ…

მით უმეტეს – ნაბახუსევზე…

 

გადაცემაზე მუშაობდნენ:

ავტორი და რეჟისორი

ჯონი მელია

წამყვანი და რედაქტორი

თინათინ მეგრელიტიშვილი

ოპერატორი

გოგი ბაქრაძე (ეს ჩარჩოში უნდა იყოს)

მძღოლი

რომან ქლიბა

 

 

1 2 3 4 5 6