ჩემი სამზითვო

 

ვაგროვებ ფიქრებს…

და ფურცლებზე გადმომაქვს მერე,

ხელნაკეთი ყელსაბამივით…

სიტყვებთან თამაში მოვიგონე,

რომ მარტოდმარტო არ მეგრძნო თავი…

ვაგროვებ სიტყვებს…

მარგალიტებივით რომ გამებნენ მინდორში

და თუ დროზე არ ავკინძე,

სამუდამოდ დამეკარგებიან ბალახებსა და

მინდვრის ყვავილებში…

ვაგროვებ სიზმრებს…

უფრო ხშირად, ვაგროვებ ნატვრებს…

შიგადაშიგ ვურევ ოცნებებს

და ამ კოქტეილს თაფლის გემო აქვს –

იმდენად ტკბილი, რომ ოდნავ მწარეა…

ვაგროვებ…

რომ მერე…

იქითურ სამყაროში

მზითევად წავიღო ჩემი შეგრძნებები…

ძალიან მდიდრული მზითევი მაქვს…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11