მიტოვებულები

 

დაბინდდა…

კამეჩივით ზოზინებს ბინდი…

ზამთრისეულმა ღამემ იმძლავრა…

დაგუბდა სევდა –

აღარც ტკბილი, არც მოღიმილო –

გულგამგმირავი უფროა ახლა:

მიტოვებული სახლების სევდა…

მათი ფანჯრებიდან სიბნელე იცქირება;

მათ ეზოებში შიში გაყურსულა;

მათ ოთახებში სიცარიელე დაბოდიალობს.

სახლი, რომელიც სავსე იყო ბავშვების ხმებით,

დამუნჯებული დგას და კანკალებს:

უხალხო სახლში სიცივე მეფობს,

აქ ხომ არავინ დაანთებს ბუხარს…

აღარც მამალი ათენებს დილას…

წვება სოფელში ზოზინით ბინდი

და სევდა ცეცხლად ედება ძარღვებს:

მიტოვებული სახლების სევდა…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11