ნინიკო მშვიდობაძე
ნინიკო მშვიდობაძე
დავიბადე 1976 წელს, წელიწადის ყველაზე ლურჯი თვე რომ 9 დღისა იყო, ანუ 9 აპრილს. ეს თარიღი ეტყობა ბედისწერად მექცა. 1992 წელს დავასრულე ქალაქ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა. 1997 წელს – თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი, ჟურნალისტის კვალიფიკაციით. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ინტერნეტგამოცემასა და გაზეთში: „რეზონანსი“, „ვერსია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „ პს.ნიუსი“, „ლაივ.პრესი“, „გურია ნიუსი“, ასევე ადგილობრივ გაზეთებში (ხომ პატარა ქალაქია ლანჩხუთი, მაგრამ ოთხი გაზეთი გამოდის, ყველას თავისი მკითხველი ჰყავს და პერიოდულობაც გასაოცარი აქვთ: კვირაში სამი დღე. წიგნი...

დავიბადე 1976 წელს, წელიწადის ყველაზე ლურჯი თვე რომ 9 დღისა იყო, ანუ 9 აპრილს. ეს თარიღი ეტყობა ბედისწერად მექცა.

1992 წელს დავასრულე ქალაქ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა.

1997 წელს – თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი, ჟურნალისტის კვალიფიკაციით.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ინტერნეტგამოცემასა და გაზეთში: „რეზონანსი“, „ვერსია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „ პს.ნიუსი“, „ლაივ.პრესი“, „გურია ნიუსი“, ასევე

ადგილობრივ გაზეთებში (ხომ პატარა ქალაქია ლანჩხუთი, მაგრამ ოთხი გაზეთი გამოდის, ყველას თავისი მკითხველი ჰყავს და პერიოდულობაც გასაოცარი აქვთ: კვირაში სამი დღე. წიგნიერი ხალხი ვართ გურულები).

2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე ვმუშაობ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად.

ვწერ ლექსებს 13 წლის ასაკიდან. პირველად ჩემი ლექსები „ქალთა გაზეთში“ დაიბეჭდა და დიდი მოვლენა იყო ოჯახში. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი და სიმართლე გითხრათ, არც ველოდი.

პრეტენზია, რომ ვარ პოეტი, არც მაქვს, არც არასოდეს მქონია. უბრალოდ, სიტყვებთან ურთიერთობა მიყვარს და ჩემთვის ყველაზე საინტერესო წიგნი სულხან-საბას „სიტყვის კონაა“.

მყავს დედა, ძმა, ძმისშვილები, რვა წლის ილია და სამი წლის ელენე – ბავშვები, რომლებმაც გადამარჩინეს.

მეუღლე, გია ფირცხალაიშვილი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი დასავლეთ საქართველოში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჰქონდა ხელი მომწერილი  ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.

ვცხოვრობ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუნეწერში.

ვარ 43 წლის და ასაკის მიუხედავად, მაინც ჯიუტად მჯერა, რომ სამყარო მეოცნებეებმა გადაარჩინეს და სიყვარული არსებობის ერთადერთი გამართლებაა. სწორედ ამიტომ, ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე.

სულ ესაა.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები