ქალური სიკეკლუცე

ეშმაკი და მისი ქალიშვილი.

სამი ქალის იდუმალება.

მუდამ მიყვარდება რომელიმე,

როცა ერთად იკრიბებიან.

მანერულობის დეგრადაცია

უმანერულობა გამოდის.

ცისფერი პალტო თოვლის სურათზე.

მათი ფეხსაცმლის ქუსლის კაკუნი

ნიჟარის სიღრმეზე ილექება,

სანამ იმგზავრებ უბილეთოდ,

სანამ ჩაირეცხება გაბზარული უნიტაზი.

ჩემს წინ ჩაიარა ეშმაკმა

და მისმა ქალიშვილმა უფანტაზიო პრეტენზიით,

თითქოს განგაში აეტეხა ქარიშხალების.

კონსერვატორიის პირველკურსელი,

მარსელ დიუშანის ოკრო-ბოკრო შუბლით

და ნაოჭებით.

არაფერი სცხია ადამიანური.

ჰაბიტუსით ხეს ეკრობა

და ჩუმად შემომხედავს.

ეს ქალური სიკეკლუცეა.

 

1 2 3 4 5 6