***

სიკვდილზე შეყვარებული

ვოცნებობ მასთან შეხვედრას.

როგორია ის?

როგორი მზერა ექნება,

როცა თვალებში ჩავხედავ?

მე ბავშვობიდან მიყვარდა

სიკვდილი და პოეზია.

პოეტი იყო გალაკტიონი,

არა მგონია მეც პოეტი ვიყო,

მაგრამ ლექსების წერა

მხოლოდ სიკვდილის შესახებ მსიამოვნებს

რადგან არ მოვკვდი, ისევ ბავშვი ვარ.

ისევ ვოცნებობ მასთან შეხვედრას.

 

1 2 3 4 5 6