საღამო

დიდი ხნის შემდეგ მთვარე გამოჩნდა.

ის ქვაბს ჰგავდა,

სადაც იხარშება კუსტარული სიყვარული,

მადისაღმძვრელი,

მითუმეტეს ზომიერად თუ აქვს თავგანწირვა გაჯერებული.

რას იგრძნობენ მტაცებელი ცხოველები,

როდესაც მათ მოიშინაურებენ?

შენ არაფერს ამბობ, როცა წვიმს,

წყალმცენარეებს აკვირდები,

როგორ იყრება მათი ყლორტები შუშის ლარნაკში.

ის ძალიან დაიღალა.

ცურვის სწავლისას სიკვდილზე ფიქრობდა

და ასე გაჩნდა სიცოცხლის წყურვილი.

მე ყველაზე კარგად ბავშვობა მახსოვს,

არაფერია მოსაყოლი ამის შესახებ,

როგორც შენ არ გსიამოვნებს

ღამით კაბების დაუთოვება,

რომელიც გაგხადეს მიზანმიმართულად,

მაგრამ განგებ არ შეუგდიათ საწოლის ქვემოთ.

ამ ღამით მთვარე ძალიან დიდი ჩანს,

ინტერიერის წიაღშიცაა მისი ფოსფორი.

მას დააკვირდებიან ცხოველი ინტერესით,

სანამ აივანზე გავა

და პლასტმასის მუნდშტუკიდან დიდხანს მოწევს.

 

1 2 3 4 5 6