გადიხარ შემდეგ ოთახში

გადიხარ შემდეგ ოთახში,

იქ მაგიდა დგას,

ზედ სიგარეტი დევს.

ოთახში შუქი არ ინთება,

მაგრამ იცი მაგიდა სად დგას

და სიგარეტი დევს.

კარგი, შევეშვათ!

გახსოვს პირველად რომ დაიბადე?

კარგი, ამასაც შევეშვათ!

ადექი, გადი შემდეგ ოთახში,

პურის ნარჩენების გვერდით, იმ მაგიდაზე

სიგარეტი მართლა დევს.

 

1 2 3 4 5 6