ნატვრა
გაფრენილ თვეებს, ცელქისფერი იერი შერჩა,
მოგონებებით აგიბურდე ნაწნავში კანა;
შემომეკოცნე კალთებიდან უპეებამდე,
რა შეიცვლება,რომ წარსულში დავბრუნდე განა.
შენი თვალები,შენი სიტყვა,შენი სიამე,
ზრუნვით ავსილი,ანთებული ჩუმი ოცნება;
ასე ვიზრდები,მივლია და დღემდე ვიარე,
შენი ამაგით,გეფიცები–ყველა ოცდება!…
მიბრუნებ წარსულს,გადაღლილი,წრფელი ღიმილით;
ვიხსენებ ერთ დროს აჩემებულ–..ჰაი დილილმეს”–ს,
დაღლილი ბავშვი შენს წინ ვდგავარ ისევ – დიდივით,
ამის სათქმნელად ვერ ვიკმარე ერთი მინიმა,
გაფრენილ თვეებს ცედრის ფერი აულიცლიცდა,
დედის სიმბოლოდ ჩემში დამაქვს დამჭკნარი კანა;
შემომეკოცნე კალთებიდან ჩახუტებამდე,
სიზმარში მაინც დაბრუნდი და მიმღერე ნანა.