***

გათენება ახლა არაორგანული,

ნაბიჯები აღმართებზე იფანტება;

ამართლებენ გაფატრული ყორღანები

არსებობას, მიმიკებით ინფანტილურ.

სახლი, ქუჩა – ნავსადგური ეგოისტი,

წარსული  რომ  შორდებოდა ნაპირს ნებით,

დაბრუნებას ვაპირებდით აგვისტომდე

ერთმანეთთან,  დაბრუნებას ვაპირებდით.

მუდმივობა პედანტური თითქმის არა,

ამრეზილი გოშიების ყეფა ისე

შევიჩვიე,  შიში  შიშით გაიპარა,

უშენობა  შეშლილობით  ამოვივსე.

 

 

სადაც

მახსოვს ღამდებოდა გვიან,

დროსაც საოცარი ერქვა;

უკვე ვერ აყენებ ზიანს

ჩემი მარტოობის ექოს.

გეყოს, მოგონება გეყოს,

ჭერზე აჩრდილები წერენ

ფიქრებს, აბლაბუდის ჰამაკს

ვეღარ მივაწვდინე კიბე;

იქნებ გაძევება მაშინ,

ჰგავდა უკანასკნელ წერტილს;

აღარ იხსენებენ – შარშან

როცა სიყვარულზე ვწერდი.

წვერს კი ვატარებდი მუდამ…

 

ახლა მითენდება ადრე,

ასე ხეტიალით მიღლილს;

ჩემი პოეტური კადრი

ბრუნავს – მარტოობის ირგვლივ.

 

1 2 3 4 5 6 7