ლინდერ ჰაო შეშფოთებას გამოთქვამს

მასში არსებულ მდგომარეობაზე და დღეიდან

ტუალეტში კისერზე ჰალსტუხით აპირებს

ჭინთვების გაგრძელებას!

 

ჩემში გათოკილო დღეებო

დიდი ხანია უსიტყვობა დაგაჯერეთ.

დატუსაღებული უღიმღამობა

მთელი მონდომებით იკმაოფილებს

ჩაგვრის დაუოკებელ სურვილს სიცოცხლეზე.

პირგამშრალი მონდომება ხუჭავს თალს

ჟანგის ნაფლეთებით ამღვრეულ წყალზე.

უკვე დამღლელია გასაგებად საუბარი.

აღარაფერი გესმით –

გამწვანების სამსახურისაგან თავდასხმით

გადაღლილო ხეებო,

გადავსებული სანაგვე ურნებით ჩახერგილო

ქუჩებო,

უღიმღამო რიჟრაჟებო და შიმშილს შეგუებულო ცხოველებო,

გაფიცულო მუშებო და დაფიცებულო მშობლებო,

ლამში გატრუნულო წურბელებო,

კოკით ყოველთვის ვერ მოტანილო წყლებო,

გადაბრუნებულო ურმებო, გამოჩენილი გზა რომ გაგისულერთდათ,

ძვირად ფასიანო წიგნებო და ბრაზიანო მეეზოვეებო,

სასარგებლო დამბებო და უბიბლიოთეკო დაბებო,

გადაბირებულო იდეებო და დრომოჭმულო ამბებო,

დარბეულო დემონსტრანტებო და ლეგიტიმურო ხელკეტებო,

იღბლიანო ლიტერატორებო და მკვეხარა სკაბრეზებო,

ასფალტს შეხიზნულო ვარსკვლავებო და

მიწას შეფარებულო ადამიანებო;

მოქმედების მთელი არსი შედეგებით მსურდა გამეგო.

უდოლაბო წისქვილივით ვხრიალებ ახლაც.

რა გენაღვლებათ…

 

1 2 3 4 5 6 7