არა ანაკრეონტული bawdy
ისეთი ცხოვრება აქვს ვერაფერს იტყვი;
ვერც თვითონ ამბობს ხმამაღლა ამას,
ფიქრობს აზიური წიაღიდან
ძალით ევროპისკენ მოქნეული;
ისეთი სოციუმის ყიჟინაა,
გაურკვეველია ლინდერ ჰაო,
მკვეთრი ინერციის კალაპოტში
თავგზააბნეული აწვიმს ცაო
გენიოსების და მორალისტების
გიდებისა და გოდების ქვეყანას.
ლინდერიც ცდილობს იყოს ბედნიერი
გასაუბრებიდან მიღებული პასუხით – ,,არა’’,
რადგან ეს უკვე ჩვევაა;
აქ უპირატესობად ითვლება მხარე –
ბინის გამქირავებელი, რომელიც
ციხის თანამშრომელივით ისე გექცევა
როგორც მიაჩნია საჭიროდ და ეს იცის ჰაომ…
უმრავლესობაში უპირატესობის განცდა
არ არსებობს უფრო დელიკატური
და კულტურული ფორმებით.
აქ ნერვიულობის მიზეზია ყველაფერი
გარდა საკუთარი ცხოვრებისა.
აქ პოლიტიკური კურსი მიიჩქარის გვამების
კორიდორში უსასრულოდ. კურსის დასასრულის დრო ???…
იძულებითი პოზიორობაც ვერ გამოსდით გამოუვალ
სიტუაციაშია და პოლიტიკური ეთიკით
იხსნება ყველა გაუბედავი, დაბნეული და
გაურკვეველი ნაბიჯი.
ამბიცია მოტყნული ადეკვატურობა – ჩრდილოეთი
ცდილობს ისეთი კომპასები გაჩნდეს ქვეყანაში,
რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს უჩვენებს.
რუკაზე მოჩვენებითი კონტურები უსინდისოდ ცრუობენ,
რადგან უფრო მძიმედ არის მდგომარეობა, ვიდრე
გეოგრაფიულად ჩანს.
აღდგომის უფლებითაც პირველად სტალინი სარგებლობს,
რადგან ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებს ამას…
აღმდგენელების ნაწილია ლინდერიც; იმ წიაღიდან არის
რომელიც ამბიციითა და პატივმოყვარეობით გათავხედებული
ვერასოდეს დაამხობს საკუთარ თავს.
ამბობს რომ ეს ყველაფერი სძულს მას და თუ ასეა,
რაღაც უნდა მოიმოქმედოს და იქცეს
საკუთრი მსოფლმხედველობის რევოლუციონერად…
>>>