სპექტრობანა

 

ყვავილობიდან სიმწვანის გზაგასაყარზე შეყრილი,

ნაყოფებიდან ვისწავლე რა გზას მიჰყვება ხეხილი,

ზოგი წითელი გახდება, ზოგი გახდება ყვითელი,

ზოგი მწვანედვე დარჩება და დაასრულებს სიმწიფეს.

გამოცისფრდება მოცვი და გამოლურჯდება ქლიავი,

გამოშავდება მაყვალი, თავმწვანე წითელთვლიანი.

შემოუდგება ბილიკით გამოზამთრების ნაკვალევს,

წლის ცისარტყელა ყინულის ლინზაში გაიკანკალებს.

ხეში ჩამგდარი წყალობა საძირკველია კვირტების,

საკვირველი გზა მთავრდება და ისევ მთიდან იწყება

სიცოცხლის გაფართოება გაზაფხულით და ზაფხულის

გაფხვიერებით გრძელდება, მჭიდროვდება და იკვრება.

ამ გზაზე ჭკუას მარიგებს ნუში, ხანდახან კაკალი,

წიწვოვანებთან ცალკე მაქვს გამოყოლილი საგანი.

ვსწავლობ ნამდვილი ნაყოფის ცრუ ნაყოფისგან გარჩევას,

გეომეტრიულ ფორმაში მათემატიკურ ჩარევას.

 

 

 

1 2 3 4 5 6