მეორადები და ერთჯერადები

 

მეორადები კამათობენ ერთჯერადებთან,

ერთჯერადები ამტკიცებენ მეორედ მოსვლის

დროს ვინ ადგება, საუბრობენ დამაჯერებლად,

სალაპარაკო მიეცი და რა უნდა მოცლილს.

 

მიჩვევენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით ვშველი

თიხის გამოცვლით მსგავსებასთან დაკარგულ კავშირს,

ჯერ მოთმინების ფიალაც კი ვერ მოვიცილე,

არ ვიცი მოვსვამ, გადავაქცევ, დავდგამ თუ დავცლი.

 

 

1 2 3 4 5 6