სასწავლო ჩონჩხი

 

ერთხელ შემთხვევით  გადავაწყდი რენტგენის სურათს,

სინათლისაკენ გავიშვირე, ვხედავდი კადრებს,

ბიოლოგიის კაბინეტის მდუმარებაში

სასწავლო ჩონჩხთან გადატანილ შორეულ ამბებს.

ვნახე, როდესაც ყელსახვევი და მთელი კლასის

კაშნეულობა მოაწანი, სეირი შექმნეს

მასწავლებლებმა, იდექი და უღებდი გირჩებს

თვალის ბუდედან, უშიშვლებდი შეფუთულ ნეკნებს.

კედლიდან თბილად გიყურებდა დარვინი ჩარლზი

და ბოტანიკის ლარნაკივით პრიალა რუკა,

სუნთქვაშეკრული ნესტოებით კარადის თავზე

გაიყანყალა თაბაშირის ცხვირმა რაკუნით…

და იქვე თითქოს ხორცშესხმული დაეცა სკოლა,

მიწისძვრა მოხდა, შენობიდან გამოვიპარეთ,

საბრალო ჩონჩხი, შეეტოლე ხან შეგეტოლა,

დაბრუნდი, მაგრამ ერთმანეთი ვეღარ იპოვეთ.

-რა ჭირად გინდა? მოაშორე, ბიჭო, ეგ ,,ჟეშტი“.

ხმაურიანად გამოვიდა ლუდის რიგიდან.

სადღაც მეათე კი არა და  მეთერთმეტეში

გადავდიოდით, სხვა ჭკუიდან, სხვა მაგიდიდან.

 

 

1 2 3 4 5 6