ხვლიკი

 

როგორი უნდა ჰქონოდა ჭრილი

სოფლის ფეხსალაგს, ვერ ვთანხმდებოდით.

ყველა ფიგურა ევკლიდეს პირით

ლაპარაკობდა როცა ვსხდებოდით

განსახილველად საკითხის ირგვლივ,

ფორმას რომ ასე ხშირად იცვლიდა,

ბოლოს დავტოვეთ უბრალოდ ხვლიკი

და გამოვჭერით ხერხით ფიცრიდან.

ყოველდღიურად მიგვქონდა მსხვერპლი,

გამოვდიოდით, კარსაც ვკეტავდით,

ხელებსაც კარგად ვიბანდით საპნით

ვიდრე ეზოსკენ გავიხედავდით.

შეწუხდა ხალხი, ერთხანს ღორივით

ყველაფერს ნთქავდა ხვლიკი და როცა

დინოზავრივით წამოძლიერდა,

ადამიანებს დაუწყო ხოცვა.

და მალე ისევ ბალახზე დასვეს,

გამოუხშირეს მადა, საკვები,

სამსხვერპლოსეულ გაგებას ჩახსნეს

და აკითხავდნენ უფრო ნაკლებად.

მაგრამ გაიქცა, გათხარა ხვრელი,

დაუკავშირდა არხებს, გვირაბებს,

ამბავი რომ არ გამოდგეს გრძელი,

გადასახადებს დღესაც გვიმატებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6