გვირაბები

(ფრანცისკა შემელს)

 

მიწისქვეშა გადასასვლელები

მოკლე გვირაბებია,

სინათლე შესვლისთანავე მოჩანს,

თუმცა შუქისკენ მიმავალი ადამიანები

უცნაურად პატარავდებიან

და მათი სილუეტები

ემსგავსება ვიდეოინსტალაციას,

როცა ავტორს სათქმელი უკვე არაფერი აქვს

და ცდილობს,

უკანასკნელი სვლაღა აღბეჭდოს.

შენ ხელებს შლი

და გინდა ფეხისწვერებზეც აიწიო,

იმის საჩვენებლად,

რომ არ გეშინია.

მაგრამ კადრში ეს აღარ ხვდება.

 

 

 

1 2 3 4 5 6