ეს დღეები

 

„მეხსიერებავ, დაიმახსოვრე ისინი ასე“

-კონსტანტინოს კავაფისი

 

ეს დღეები,

განა სულ რამდენი იყო,

რომ წაიშალოს და ფერი დაკარგოს,

ორიოდე ქუჩა და პატარა ქალაქის პეიზაჟი,

რომ არ ვიცოდით, სად ვიყავით,

და გამუდმებით გზას რომ ვეძებდით,

თვალებს რომ გვჭრიდა მზე და მდინარე

მითოსური, მძლავრი ნაკადი,

ფოტოც კი არ გადაგვიღია,

დროც ხომ მუდამ ცოტა გვქონდა სიტყვებისათვის,

გვერჩია, ისევ შეხებით შეგვესწავლა

ერთმანეთის ზურგი, მკლავები.

რომელ რეჟიმში იყო მაშინ მეხსიერება,

სად ინახავდა ამ შეგრძნებებს, როგორ კადრებად ალაგებდა,

იქნებ სადმე მყარ ადგილას დააარქივოს,

როცა სხვა ქვეყნებს მივაშურებთ დასაბერებლად

და საამისოდ

უფრო კომფორტულ წყვილებს შევარჩევთ.

 

 

1 2 3 4 5 6