არჩევანი

 

„მოფიქრებული გაქვთ უკვე,

სად შეიძლება გაიფანტოს ოდესმე თქვენი ფერფლი?“

კლაუს ნიუხტერნი იან ვაგნერს, ჟურნალი „ფალტერი“, 41/2017

 

მიწა ხარ და მიწად იქეცი –

იტყვის ვინმე ქრისტიანი უბრალო მღვდელი

(სულ ერთია, რომელი ქვეყნის),

წესს რომ ამიგებს

და ჩემი ფერფლიც,

ალბათ სულ ერთი უნდა იყოს,

გაიფანტება ჰაერში თუ

წყალი წაიღებს,

მაგრამ, მკითხველო,

მენდომება, ჩემმა შვილმა მიწად მიგულოს

(როგორც მე ჩემი მამა-პაპა მეიმედება)

და ახლა, როცა ჩემი გვარის ძველ სასაფლაოს

მამაჩემის ქვა მიემატა,

მინდა ვინატრო,

ცეცხლში ფერფლად კი არ მაქციონ,

საიდანაც გზას ვერასდროს ვერ გამოვიგნებ,

და იმ ფერხულში ვერ ჩავებმები,

ჩემთვის ძვირფასი ქვები რომ დგანან

ერთმანეთის მხარდამხარ

ისე, თითქოს ქმნიდნენ ასაფრენ ბილიკს

და მოწყენის ჟამს

ერთმანეთს რომ ეძახიან

ერთდროს შერქმეულ,

მხოლოდ მათთვის ნაცნობ სახელებს,

როგორც ჩემი და

იწყებს ხოლმე წერილებს ასე:

„ბეა…

 

 

1 2 3 4 5 6