ფარისევლის ტროპარი

მოფრინავს კოღო
– ღმერთის მოციქული
და ხარკს ამომწოვს.

მე დავიჯერე,
რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ
და არა უფრთო.

მერე რა თუ ფრთები ჯერაც არ ამომსვლია.
მე ხომ ცოდვები მექავებიან
და ყველა მათგანს მომიტევებ,
როგორც მონაზონს.

ღმერთო, მომეცი ამპარტავნება
ყველა ცოდვილი გავასამართლო
და დავიჯერო, რომ მე მათზე უცოდველი ვარ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8