***

 

ამას აქ თოვლის კაცს ეძახიან.

შენთვის თოვლიც კი გავაკეთე. ააგუნდავე

 

ნაზამთრალი ინფორმაცია, მიაბარე დავიწყებას, მერე ამ ცოდნით

აგორავე შენი გუნდა, დაკარგე თავი,

იყავი ზამთრის კოტრიალი, მსუბუქი ვარდნა,

 

როცა სავსე ხართ ფოთლებით და არა ნახშირით.

შენ ხარ პირველი და საბოლოო თოვლის კაცი

სიხარულით პირამდე სავსე.

და თანაც მყარი.

 

 

***

მოდი, რაღაც მსგავსი ავაგოთ! თოვლის გუნდა

და თოვლი ჯერაც ხელუხლებელ ზედაპირზე

 

ყველას თვალწინ.

იყავი,მოდი, სამმაგი გუნდა!

ცუდი რად არის, თოვლისკაცო,

არ არის ცუდი, არ გექნება არც რა ნაღველი,

მთელი ცხოვრება

იკოტრიალებ გაყუჩებული ციდან

ქვევით

თოვლად დაშვებით.

 

 

      თარგმნა  ბელა ჩეკურიშვილმა

 

 

 

 

1 2 3 4 5