ულრიკე ალმუტ ზანდიგი
ულრიკე ალმუტ ზანდიგი
ულრიკე ალმუტ ზანდიგი (*1979) თანამედროვე გერმანელი ავტორია, რომელიც პოეზიას, პროზას და პერფორმანს თანაბარი გატაცებით მიმართავს. ის საკუთარ ლექსებზე მუსიკალურ ფილმებს იღებს, ხოლო პუბლიკის წინაშე გამოსვლისას, ლექსებს უმეტესად, მუსიკის თანხლებით კთხულობს. მისი პირველი ლექსების კრებული 2005 წელს გამოვიდა, სახელწოდებით „აბედი“. რასაც მოჰყვა არაერთი პოეტურ-მუსიკალური პროექტი, რადიოპიესები და მოთხრობები. ულრიკე ალმუტ ზანდიგი არაერთი პრემიის და შემოქმედებითი სტიპენდიის მფლობელია, 2020 წელს გამოცემული რომანით „ჩვენ მონსტრები ვართ“, მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა გერმანული პრესა, რომელსაც საშინელებათა რომა...

ულრიკე ალმუტ ზანდიგი (*1979) თანამედროვე გერმანელი ავტორია, რომელიც პოეზიას, პროზას და პერფორმანს თანაბარი გატაცებით მიმართავს. ის საკუთარ ლექსებზე მუსიკალურ ფილმებს იღებს, ხოლო პუბლიკის წინაშე გამოსვლისას, ლექსებს უმეტესად, მუსიკის თანხლებით კთხულობს. მისი პირველი ლექსების კრებული 2005 წელს გამოვიდა, სახელწოდებით „აბედი“. რასაც მოჰყვა არაერთი პოეტურ-მუსიკალური პროექტი, რადიოპიესები და მოთხრობები. ულრიკე ალმუტ ზანდიგი არაერთი პრემიის და შემოქმედებითი სტიპენდიის მფლობელია, 2020 წელს გამოცემული რომანით „ჩვენ მონსტრები ვართ“, მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა გერმანული პრესა, რომელსაც საშინელებათა რომანსა და პოეზიას შორის წარმოუდგენელი ბალანსი უწოდეს. აღნიშნული რომანი წელს ერიხ ლოესტის პრემიით აღინიშნა.

2016 წელს გამოცემულ ლექსების კრებულს „რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ისე ვანათებ, როგორც ცამეტი ფერწერული ტილო გვერდიგვერდ“ ხმოვანი ალბომი ერთვის, რომელზეც ზანდიგმა მუსიკოს სებასტიან როიტერთან ერთად იმუშავა.

მეტი მაჩვენე ნაკლები