***

ყველაფერზე ეზრუნათ. უკვე მოსულიყო

ყველა სტუმარი: ასტროფიზიკოსები, ასტრონომები,

 

რანგის მიხედვით, განათლების მინისტრი და

არ გამოგვრჩეს: ვარსკვლავთა მოყვარული ტატუირებულები.

 

მოვიდნენ. წამოიცვეს ცხვირზე მუყაოს სათვალეები

და ცას ახედეს. ცას კი, თავის მხრივ,

 

ადგილი უკვე გამოეყო ვენერასათვის,

მზის გაბადრული სახის წინ რომ ფრენით ჩაევლო.

 

ყველაფერზე ეზრუნათ, როცა ვარსკვლავთა

ტატუირებულმა მოყვარულებმა შენიშნეს, რაღაც

 

ვერ იყო რიგზე. შემდეგ უკვე მკვლევარები

აჩოჩქოლდნენ: სად დაიკარგა? სად გაქრა მისი

 

ვენერული მშვენიერება აქვე, ჩვენს თვალწინ?

არაფერი ჩანდა. მიზეზი იქნებ თარიღი იყო? იქნებ სინათლე?

 

მისი ბრწყინვალე, პლანეტარული გასეირნება

ტელესკოპში ასახულიყო, მაგრამ თვალით ვერ ხედავდა

 

ამას ვერავინ. შუბლს იჭმუხნიდნენ მკვლევარები,

განათლების მინისტრი კი იწუნებდა თავად იდეას.

 

მხოლოდ ვარსკვლავთა ტატუირებულ მოყვარულებს

დაეფჩინათ სიცილით პირი

 

და ბნელი, მრგვალი მოტივები იტვიფრებოდა მათ სახეებზე.

 

 

 

1 2 3 4 5