ჩემო საყვარელო

 

ბეღურები აქაც სახლის სახურავებიდან დაგვჟივჟივებენ,

რომ ყველაფერს, რაც კი არსებობს, ანტიპოდი მოეპოვება.

 

ვუყურებდი გუშინ მეორე ულრიკეს სიცილს

კამერის წინ და ძლივს ვიცანი, ისე არ მგავდა.

 

ჩემო საყვარელო, შენ, მე და ყველაფერი,

რაც კი არსებობს,

 

შესაძლოა, ვიყოთ ჩვენივე ანტიპოდები,

შესაძლოა, მე სხვა სახელი მერქვას, თუნდაც, ჰინემოანა.

 

შეხედე, აბა: საერთოდ რომ არც კიგავინძრე,

გლობუსი მაინც წრეზე იბრუნებს.

 

ის ვინ იყო, რომ ამტკიცებდა, ანტარქტიკა

ყოველთვის ქვევით მდებარეობსო?

 

მე არვყოფილვარ, ჰიემოანა არ ყოფილა

და შენც არ გითქვამს.

 

ატარქტიდა ახლა ფართოდ და მგრძნობიარედ

მოიწევს ბაუტცენერის ქუჩისკენ

 

და მე უკვე წერა უნდაშევწყვიტო

და დავრჩე მარად

 

შენი ჰიემოანა.

 

პ.ს. მხოლოდ ბეღურები ვერ პოულობენ თავის ანტიპოდს,

ბეღურები ყოველთვის ბეღურები არიან

 

აქაც.

 

 

 

1 2 3 4 5