ჩამოჯექი დედა

დედა,
სარეცხ მანქანას გიყიდი
მუდამ წყალი რომ არ ზიდო,
ფული მექნება და
ჭურჭლის სარეცხსაც გიყიდი;
გიყიდი მანქანას, და გადავუხდი მემანქანეს
ბაზარში შენს ნაცვლად იაროს.
დედა,
ბლენდერს გიყიდი
თეთრეულს – გაუთოება რომ არ უნდა,
ქვაბს- რომ არ იკრობს,
მიქსერს
ტოსტერს
დედა, სახლს გიყიდი,
სახლს!
რომ ჩამოჯდე და
ერთი წუთი მაინც გქონდეს
რომ ყოფის მწველ წარმავალობას
გასცე პასუხი თუ
/როგორ ხარ/

 

 

ქარია

მარსზე ქარია,
“80 მილიონი ინფიცირებული
გარდაცვლილი მილიონი”
აცხადებს საინფორმაციო.
სიცოცხლეები, ჩვენ
რომ დავატარებთ,
დედამიწისთვის
ქარია

 

 

 

1 2 3 4 5 6 7