Do
აქ უნდა აკეთო,
აქ სხვა ენაზე არ საუბრობენ
აქ სხვა ცურვა არ იციან.
ღვთიური კალორიები ნელ-ნელა გეცლება
და ესმგავსები მართკუთხედ ზღვას..
იცეკვე!
შენი ლიფის ზორტების დაჭიმულობა
არის მანიფესტი ხვალ გადარჩენის
და სანამ გული ისე არ გიცემს რომ მკერდი გაგითბოს,
და სანამ გული ისე არ გიცემს რომ მკერდის თავებზე
ნამტირალი ცრემლი შეიშრო
იცეკვე!
ხალი შენი ქოლესტერინის უმნიშვნელობაში
და ამ ხალში მცხოვრები კიბო.
ეს სიკვდილის სიშავე –
რომანტიულ განათებად აქციე
და იცეკვე!
შენი ტკივილის შავი საღამოს კაბად ჩაიცვი
და იცეკვე!
იცეკვე პირველივე შემხვედრთან
იცეკვე ჩეთან ახლოს
dance
dance
რომ ჩემს ჯიბეში აკიაფდეს ყლე,
ესაა ამ ბრძოლაში
ერთადერთ იარაღრი ჩვენი
ცხელი იარაღი.
არ ვანადგურებთ, ჩვენ სიყვარულს ვთესავთ
იცეკვე!
თუ ჩაიცვამ ცისფერს,
უკეთ გამოჩნდება შენი ციფერი თვალები
თუ ჩაიცვამ ტკივილს
შენს თვალები იქნება თავად ცა
იცეკვე!
იცეკვე!
და იცოდე ეს რეოვოლუცია არაა
ეს რევოლუცია არაა.
ეს მხოლოდ ცეკვაა.
და იცეკვე.
ისინი ყვირილად აყროლდებიან
რომ არ ვიცით რას ვაკეთებთ
და ეს მართლია,
ჩვენ არა, სამყარო თავად ამოარწყევს ხოლმე
ახალ ეპოქას.
შენი მოძრაობების რიტმზე,
ლიფის დაჭიმულობაში.
შენ მხოლოდ იცეკვე!
იცეკვე
ნებისმიერი სიტყვა მომავალზე ლექსია.
აქ კი, სადაც უნდა აკეთო,
სადაც სხვა ცურვა არ იციან,
ღმერთიც კი პარასკევ საღმოს მოკვდა
კვირას რომ აღმდგარიყო.
რადგან
წინ სამუშაო კვირაა.
აქ უნდა იმუშაო!
აქ სხვა ცურვა არ იციან.