* * *

სიგარეტის ჩაწვამდე

ბევრი რამის მოსწრება შეიძლება,

მოუსმინო ხუთწუთიან

ლექციას,

იფიქრო დღეზე,

როცა მშობლებს დაიტირებ,

კიტჩურ საზღვრებთან აკანკალებულს

შეგიძლია ყვავილებს წყალი დაუსხა,

დაურეკო მივიწყებულ მეგობარს,

მასთან საუბარი 5 წუთსა და 13 წამს

გაგრძლედება,

არანაირი წინასწარგანსაზღვრულობა,

სიგარეტის წუთები

ასევე შეგიძლია მოახმარო

საყვარელი გოგოს ტუჩებს,

სალივაცია ნორმაშია და თუ ასეა

ხუთწუთიან კოცნასაც გაქაჩავ,

ლოგინის გასწორებასაც არ უნდა

სჭირდებოდეს მეტი დრო,

არა, ეს ზედმეტად გროტესკულია,

ასე მცირე ხანში

ცხოვრების დანგრევას და

აწყობას ნუ მოინდომებ,

ისე კი ამ ორს

იმ სიძლიერით არაფერი უხდება,

როგორც სიგარეტი,

მხოლოდ ჭიქა წყლის დალევას

ნუ დაიზარებ,

პირის სიმშრალე ფილოსოფიის

დიდი შეურაცხყოფაა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7